23 აპრილი 2017, 20:50
ოკუპირებულ ცხინვალს ქარის გამო შეწყვეტილი შუქის მიწოდება რუსეთიდან აღუდგა
პოლიტიკა

გაზიარება
ოკუპირებულ ცხინვალს ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთიდან აღუდგა. ინფორმაციას სააგენტო РИА ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დღეს ცხინვალის მოსახლეობას შუქის მიწოდება ორჯერ შეუწყდა. მიზეზი ძლიერი ქარია, რის გამოც ჩრდილოეთ ოსეთში, ელექტროგადამცემ ხაზზე ავარია მოხდა. სოფელ ქვემო ზარამაგთან აღდგენითი სამუშაო ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყო.
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი ელექტროენერგიას მთლიანად რუსეთიდან იღებს.
გუშინ საქართველოს რიგ რეგიონებში ძლიერმა ქარმა შენობა-ნაგებობები და მანქანები დააზაინა. ელექტროენერგიის დიდი ხნით გამორთვის ფაქტი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა.





