ლევან ფოჩხუა
ფასანაურელებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს
პოლიტიკა

ფოტო: ლევან ფოჩხუა
ფასანაურელებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები ქსანი-სტეფანწმინდის 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი საცხოვრებელი სახლების და საძოვრების სიახლოვეს უნდა გავიდეს, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის, კლდის გაჭრა კი, ტერიტორიას მეწყერსაშიშ ზონად აქცევს.
აქციაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.
ფასანაურელები აცხადებენ, რომ "ენერგოტრანსს" მშენებლობის საშუალებას არ მისცემენ.
კომპანია ბრალდებებს უარყოფს. "ენერგოტრანსის" მტკიცებით, დოკუმენტაცია წესრიგშია. რაც შეეხება ოჯახებს, რომელთა მიწებზეც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი გაივლის, კომპენსაციებს მიიღებენ.





