imedi
საკონსტიტუციო ცვლილებებს კომისიის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი
პოლიტიკა

4-საათიანი მუშაობის შემდეგ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომა დასრულდა. კომისიის წევრებმა კენჭი უყარეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს - სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს.
პროექტს მხარი დაუჭირა კომისიის 43-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო - 8.
წინააღმდეგ მისცეს ხმა არასამთავრობოებმა და სახალხო დამცველმა. "ჩვენი ძირითადი რეკომენდაციები არ გაიზიარეს", - აცხადებს მესამე სექტორი.
მმართველი გუნდის მტკიცებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაზიარების დაპირება ძალაშია.
დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვა.
ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.
საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.





