imedi
კობახიძე: პრეზიდენტის მაღალი სტატუსი უცვლელი რჩება
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის მაღალი სტატუსი უცვლელი რჩება.
"პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს. ცვლილებები დაკავშირებულია საპარლამენტო სისტემის ფუნქციონირების ხარვეზების გამოსწორებასთან, რასაც ემსახურება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება. არის ძალიან დიდი დისპროპორცია ლეგიტიმაციასა და ფუნქციებს შორის. არ არსებობს საპარლამენტო მმართველობის მქონე ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ არაპირდაპირი წესით და იქმნება პრობლემები. სამაგიეროდ, არსებობს ძალიან ბევრი საპარლამენტო მმართველობის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტებს ირჩევენ პირდაპირი წესით და იქმნება სერიოზული სისტემური პრობლემები. ამას ადასტურებს ევროპული გამოცდილება", - ამბობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე.
კომისია დასკვნით სხდომას მართავს და ცვლილებების პროექტს, სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს კენჭს უყრის.
პროექტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვა.
ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.
საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.





