22 აპრილი 2017, 17:13
თამარ კობახიძე
რუსთავი-თბილისის ავტობანის მიმდებარე სახლების დემონტაჟი მიმდინარეობს
პოლიტიკა

დემონტაჟის პროცესი
ფოტო: თამარ კობახიძე
გაზიარება
რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარე ტერიორიაზე სახლების დემონტაჟი მიმდინარეობს. პროცესი ავტობანის მშენებლობას უკავშირდება. სამუშაოები 18 აპრილს დაიწყო და ამ დროისთვის 5 სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს.
რუსთავი- თბილისის მაგისტრალის არეალში მოყოლილი სახლების მეპატრონეებს კომპენსაციის სახით გარკვეული თანხები გადაეცათ. სახლების დემონტაჟის შემდეგ, რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება.





