22 აპრილი 2017, 16:37
ანა ბერუკაშვილი
გმირთა მოედანთან კლდიდან მიწის ნაწილი ჩამოიშალა
პოლიტიკა

შემთხვევის ადგილი
ფოტო: ანი ბერუკაშვილი
გაზიარება
თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, გმირთა მოედნისკენ ასასვლელი გზა ცალმხრივად არის გადაკეტილია. ქარის გამო კლდიდან მიწის ნაწილი ჩამოიშალა და რამდენიმე ხეც წააქცია, რის გამოც სავალი გზის ნაწილი ჩაიხერგა.
ამ წუთებში ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.





