ირმა ებრალიძე
სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარაში მაღალი რისკის სურსათს ამოწმებს
პოლიტიკა

სავაჭრო ობიექტების შემოწმება
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა აჭარაში ხორცისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგი ჩაატარეს და ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები მაღალი რისკის სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობების შესახებ. მონიტორინგი საკურორტო სეზონის მოახლოებას უკავშირდება.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, ტემპერატურის მატებასთან ერთად აქტუალური ხდება მაღალი რისკის სურსათის - ხორცის და რძის ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის პირობების დაცვა. მნიშვნელოვანია მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდა.
"სურსათის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად ატარებს საინფორმაციო კამპანიას და მოუწოდებს მომხმარებელს, თავი შეიკავოს არორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის სურსათის შეძენისაგან“ - განაცხადეს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში.





