21 აპრილი 2017, 16:50
დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმში ქარმა 5 მანქანა დააზიანა
პოლიტიკა

გაზიარება
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ქარმა 5 მანქანა დააზიანა. ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.ძლიერმა ქარმა სახლის ფანჩატური ადგილიდან მოგლიჯა და მანქანების მიმართულებით გადაისროლა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
დაზარალებულები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.





