ზარიფი-კვირიკაშვილის შეხვედრაზე ჰიჯაბის მატარებელი ვიზიტორების შემოწმებაზე ისაუბრეს
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ირანულ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოჰამედ ჯავად ზარიფის და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე საქართველოში ჰიჯაბის ტარების პრობლემაზე ისაუბრეს, საქართველოს პრემიერმა კი, საკითხის დაუყოვნებელი გამოძიების პირობა დადო.
"საგრძნობლად გაზრდილი ტურისტული ნაკადის გათვალისწინებით, ჰიჯაბის მატარებელი ირანელი ვიზიტორების საზღვარზე შემოწმების პროცედურებზე ისაუბრეს. რელიგიური შეხედულებიდან გამომდინარე, საკითხი სპეციფიურია. შემოწმების შემთხვევაში, შსს-ს დაცვის პოლიციის საავიაციო უშიშროების სამმართველოს წარმომადგენლები საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.





