დასუფთავების ინსპექტორებმა დღეს 14 პირი დააჯარიმეს
პოლიტიკა

“თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექციამ გარემოს დაბინძურებისთვის 14 სამართალდამრღვევი უკვე გამოავლინა. საჯარიმო ოქმების უმრავლესობა (13 საჯარიმო ოქმი) შედგენილია 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით, კერძოდ სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებაზე, ხოლო ერთი მათგანი კი მუნიციპალურ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსებაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 13 შემთხვევაში კანონდამრღვევები 80-დან 100 ლარამდე დაჯარიმდნენ.
14 სამართალდამრღვევი პირიდან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამის შესახებ “თბილსერვის ჯგუფი“ Facebook-ის საკუთარ გვერდზე იტყობინება.
დღეიდან, თბილსერვის ჯგუფის ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა ქალაქში რეიდი დაიწყეს.
ინსპექტორები, დედაქალაქის მასშტაბით, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდულ პირებს "ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად დააჯარიმებენ.





