კახაბერ კუპატაძე
პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს
პოლიტიკა

ახმეტის 24-ე საარჩევნო უბანი
ფოტო: კახაბერ კუპატაძე
პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. როსტომ ალხანაშვილს ნდობა 577-მა ადგილობრივმა გამოუცხადა, რაც არჩევნებში მონაწილე პირთა 93% არის. ინფორმაციას ახმეტის მე-18 საოლქო საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მთლიანობაში რეგისტრირებული 1,220 ამომრჩევლიდან დღეს საკუთარი არჩევანი 617-მა მოქალაქემ გააკეთა.
ახმეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში სულ 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. ხეობაში ორი საარჩევნო უბანი სოფელ ხალაწანსა და ომალოში იყო გახსნილი.
მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
ცესკომ ასევე გამოაქვეყნა 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შედეგები.
საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.





