„გირჩმა“ თავის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები წარადგინა
პოლიტიკა

ჰერმან საბო
ფოტო: IMEDI
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „გირჩი“ ეგზიტპოლის შედეგები წარადგინა. მონაცემები ჟურნალისტებს მთაწმინდაზე „გირჩის“ კანდიდატმა ჰერმან საბომ გააცნო, თუმცა აღნიშნა, რომ კვლევა პროფესიონალურ დონეზე არ არის ჩატარებული და ცდომილებაც არ იციან რამდენია. ამიტომ, სხვა პარტიებს მოუწოდა, „გირჩს“ ნუ დაადანაშაულებენ ვინმეს მიმართ ტენდენციურობაში.
საბოს განცხადებით, თავად 15,86%-მდე მოაგროვა, მეორე ტურში კი ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე გადავიდნენ, თუმცა პროცენტულ მონაცემს არ ასაჯაროებს. რაც შეეხება გამოკითხულებს, „გირჩში“ თქვეს, რომ დაახლოებით 1 700-მდე ადამიანი გამოკითხეს.
საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.





