ნათია სონღულაშვილი
ქალდანი: გასულ წელს სამართალდარღვევის 222 ფაქტი გამოვლინდა
პოლიტიკა

კანონმდებლები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უსმენენ. თამარ ქალდანის 2016 წლის ანგარიშში დეტალურადაა განხილული აპარატის ძირითადი მიმართულებები, გამოვლენილი სამართალდარღვევები, მათზე რეაგირების შედგები, დინამიკა და რეკომედაციები.
გასულ წელს გამოვლინდა სამართალდარღვევის 222 ფაქტი, ჯარიმა დააკისრეს 63 ორგანიზაციას, გააფრთხილეს - 35.
თამარ ქალდანმა ფარულ საგამოძიები მოქმედებებზე, ზედამხვედელობასა და კონტროლზეც ისაუბრა.
"აპარატი, 24-საათიანი სამუშაო გრაფიკის პირობებში, დროულად ახდენდა სასამართლოდან, პროკურატურიდან და კომუნიკაციების განმახორციელებელი კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და შესაბამის რეაგირებას. მაქსიმალური ძალისხმევა მიმართული იყო საზედამხედველო ფუნქციის ეფექტურად განხორციელებისკენ. ასე გაგრძელდება 2017 წლიდან ამოქმედებული საკანონმდებლო რეგულაციის პირობებშიც", - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.





