ნინო არღვლიანი
ახალგაზრდა იურისტები საკონსტიტუციო კომისიაში რჩებიან
პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი
ახალგაზრდა იურისტები საკონსტიტუციო კომისიაში რჩებიან. „ჩვენი ყოფნა კომისიაში უფრო სწორია, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩვენ კომისიის გადაწყვეტილებებს ლეგიტიმაციას არ მივცემთ“.
„არსებობს რისკი, რომ ვენეციის კომისიამ გადაუნაწილებელ მანდატებსა და ბლოკებთან დაკავშირებით უარყოფითი შეფასება გამოაგზავნოს. ჩემთვის მნიშვნელივანია ყველა დონეზე საკუთარი წინადადების დაფიქსირება, ამიტომ მუშაობას ვაგრძლებეთ, მათ შორის ჩავერთვებით საყოველთაო სახალხო განხილვებში", განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ბოლო რამდენიმე დღეში, 73-წევრისგან შემდგარ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სახით, 14 წევრი გამოაკლდა.
საკონსტიტუციო კომისია 18-19 აპრილს დატოვეს "პატრიოტთა ალიანსმა" და "ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებულმა დემოკრატებმა". მანამდე, საკონსტიტუციო კომისია 10 აპრილს დატოვა პარტიამ "სახელმწიფო ხალხისთვის". 13 აპრილს კი კომისიის მუშაობას "ნაციონალურმა მოძრაობა" გამოეთიშა. დღეს კომისია დატოვეს "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "ევროპულმა საქართველომ".
საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა 19 აპრილს დაასრულა და ცვლილებების პროექტი კომისიის წევრებს გადაეგზავნა. სამუშაო ვერსიის მუხლებზე და ალტერნატიულ წინადადებებზე კენჭისყრა 22 აპრილს ჩატარდება.





