ანა ბერუკაშვილი
საერთაშორისო გამჭვირვალობა: წინასაარჩევნო პერიოდში პრორუსული რეკლამები უნდა აიკრძალოს
პოლიტიკა

ეკა გიგაური
ფოტო: ანა ბერუკაშვილი
წინასაარჩევნო აგიტაციის მეშვეობით რუსეთის გზავნილების გატარება უნდა აიკრძალოს - ასეთია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მოსაზრება. პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი ორგანიზაციამ პარლამენტში უკვე წარადგინა.
საკანონმდებლო წინადადების მიზანია აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს შეეხება მხოლოდ წინასაარჩევნო რეკლამას და არა პოლიტიკური პარტიების პროგრამების შინაარსობრივ მხარეს, ამიტომ ინიციატივა არ ზღუდავს განოხატვის თავისუფლებას
კანონპროექტი მედიაორგანიზაციებთან და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან კონსულტაციის შემდეგ შემუშავდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაცია არ ჰქონიათ, თუმცა პარლამენტს კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია აქვს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იმედს გამოთქვამს, რომ დეპუტატები ინიციატივას მხარს დაუჭერენ





