Imedi
ევროსაბჭოს გენმდივანმა საქართველოზე ანგარიში მოამზადა
პოლიტიკა

ტორბიორნ იაგლანდი
"კონფლიქტი საქართველოში" - ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე წარადგინეს. დოკუმენტი 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ევროკავშირის და სუამ-ის სახელით საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც გაკეთდა. 28 ქვეყანამ ინდივიდუალურად შეაფასა და დაგმო რუსეთის უკანონო ქმედებები.
რუსეთი კვლავ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, პრინციპებს და აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტი", განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.





