20 აპრილი 2017, 14:17
სოფო მთივლიშვილი
თბილისში ჩაის ფესტივალი გაიმართება
პოლიტიკა

გაზიარება
მთაწმინდის პარკის და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 23 აპრილს მთაწმინდის პარკში ჩაის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ჩაის სხვადასხვა სახეობები.
გამოფენაზე წარმოდგენილები იქნებიან, ქართული და საერთაშორისო ჩაის მწარმოებელი კომპანიები. მოეწყობა სხვადასხვა ქვეყნის კუთხეები, რომლებსაც გააჩნიათ ჩაის მირთმევის უდიდესი კულტურა: ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, შრი ლანკა. ფესტივალზე ქართული ნუგბარის და თაფლის დეგუსტაციაც გაიმართება.





