imedi
ხვალ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან "ადმინისტრაციული საზღვარი" ორი დღით ჩაიკეტება
პოლიტიკა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი ე.წ. არჩეული პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ჩაიკეტება. აღნიშნულის შესახებ Sputnik ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.
ე.წ. არჩეული პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაცია 21 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ღონისძიებაზე სტუმრებს ოკუპირებული აფხაზეთიდან, რუსეთიდან, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკებიდან, დნესტრიპირეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან ელოდებიან.
„უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, ინაუგურაციის პერიოდში - 20 აპრილის 20:00 საათიდან 22 აპრილის 07:00 საათამდე - საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეების გაშვება შეჩერდება“, - ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.





