imedi
ოთარ კახიძეს შუბლზე ნაკერები დაადეს
პოლიტიკა

“ევროპული საქართველოს“ წევრის ოთო კახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ -“კვირას“ ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ექიმმა განუცხადა.
დეპუტატს ჭრილობები გაუკერეს და იგი ამჟამად ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„პაციენტს კლინიკაში შემოსვლისას შუბლის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა. ჭრილობა დავუმუშავეთ, რამდენიმე ნაკერიც დასჭირდა. მიღებული ტრავმის შედეგად, პაციენტს მსუბუქი ხარისხის ტვინის შერყევაც აღენიშნება. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია. ამჟამად იგი მოთავსებულია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“ - აცხადებენ საავადმყოფოში.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლოა, გამოძიება კახიძის გამოკითხვის შემდეგ დაიწყოს.
დღეს "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა საფერფლე დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მისამართით ისროლა და საკუთარ თანაგუნდელს, ოთარ კახიძეს შუბლში მოარტყა. დაზიანების გამო, კახიძის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
ოთარ კახიძე საავამდყოფომდე გიორგი კანდელაკმა თავად მიაცილა.





