დარეჯან ჩხიკვაძე
ტრაგედიიდან 28 წლის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი წაბლანში ჩავიდა
პოლიტიკა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხულოში, სოფელ წაბლანში იმყოფება. დღეს 28 წელი გავიდა წაბლანის ტრაგედიიდან. მან დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ნათესავებს მიუსაძიმრა და განაცხადა რომ ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება.
გიოგი კვირიკაშვილმა მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილ ინფრასქტრუქტურულ პროექტებსა და სოფლების გაზიფიცირებაზეც ისაუბრა. წაბლანაში შს მინისტრი და ადგილობრივი მთავრობის წევრებიც იმყოფებიან.
1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დღემდე არ არის ნაპოვნი სამის ცხედარი. დაზარალებულების უმრავლესობა დაკმაყოფილდა, ნაწილი ამ დრომდე დახმარებას ითხოვს.
აჭარის მაღალმთიანეთში კვლავ რჩება მეწყერსაშიში ზონები, სადაც მოსახლეობა საფრთხის ქვეშაა. მთავრობის პროგრამის ფარგლებში მათი განსახლება უსაფრთხო ადგილებში ეტაპობრივად ხორციელდება.





