19 აპრილი 2017, 20:17
რუსეთი აფხაზეთში ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას განაახლებს
პოლიტიკა

მარია ზახაროვა
გაზიარება
ლავროვის უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსეთი აფხაზეთში ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცესს მალე განაახლებს.
"აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივება სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. ორმაგი მოქალაქეობა უკვე ბევრს აქვს და მათი რიცხვი გაიზრდება", - განაცხადა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოხუმში იმყოფება. სერგეი ლავროვმა გუშინ რუსეთის საელჩოს ახალი შენობა გახსნა, დღეს კი, ე. წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა.





