ნათია სონღულაშვილი
გიორგი კანდელაკის ნასროლი საფერფლე ოთარ კახიძეს მოხვდა. ვიდეო
პოლიტიკა

ოთარ კახიძე საავადმყოფოში გადაჰყავთ
ფოტო: ნათია სონღულაშვილი
კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა დღეს პარლამენტში. დეპუტატთა ოთახში "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა საფერფლე ისროლა, რომელიც მისსავე თანაგუნდელ ოთარ კახიძეს მოხვდა. დაზიანების გამო, კახიძის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ოთარ კახიძე საავამდყოფომდე გიორგი კანდელაკმა თავად მიაცილა.
როგორც "იმედისთვის" გახდა ცნობილი, ერთმანეთს უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი და "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი დაუპირისპირდნენ, რასაც ეს ინციდენტი მოჰყვა. დეპუტატთა ოთახში ამ დროისთვის მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ.





