ნინო არღვლიანი
ნინო ბურჯანაძე: ლავროვის ვიზიტზე მკვეთრად ნეგატიური პოზიცია მაქვს
პოლიტიკა

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით "საქართველოს რომ ჰყავდეს გონიერი და ეფექტური ხელისუფლება, ლაროვი დღეს სოხუმში არ იქნებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენ ყოველდღიურად ვშორდებით აფაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებას და ეს ივანიშვილის პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვკარგავთ კონფლიქტების დარეგულირების ბოლო შანსებს. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ემსგავსება იმ ძაღლს, რომელიც ყეფს, როცა ქარავანი მიდის. ახალ ხელისუფლებას, კეთილი რომ ენება და ჩასულიყო მოსკოვში, გაემართა პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დღეს ეს რეალობა არ გვექნებოდა. იმის შიშით, რომ პრორუსულობა არ დაბრალებოდათ, გაყიდეს ქვეყნის ინტერესები. ბანანის რესპუბლიკაც კი აღარ ვართ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





