ანი სარჯველაძე
დღეს, თბილისის რამდენიმე უბანს გაზის მიწოდება შეეზღუდება
პოლიტიკა

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, დღეს 19 აპრილს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, დიღმის მასივის IV კვარტლის №24-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 12:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. 13:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, დიღმის მასივის VI კვარტლის №1-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება 18:00 საათიდან აღდგება.
13:00- 14:00 საათამდე გაზმომარაგება სანზონის რაიონში, დავით გურამიშვილის გამზირი №12ა-2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილსაც შეუწყდება.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აბონენტებს მოუწოდებს არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.





