imedi
საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა
პოლიტიკა

გამოუცხადებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს საკონსტიტუციო კომისიას, წავა თუ არა მმართველი გუნდი დათმობებზე, დღეს გახდება ცნობილი. კომისიის წევრებს სამუშაო ვერსიას დაურიგებენ.
საკოორდინაციო საბჭოში (15 პარტია) შემავალმა პარტიათა ნაწილმა კომისია უკვე დატოვა.
პროტესტის მთავარი მიზეზი საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი და შესაბამისი ვადებია. ოპოზიციის შეფასებით, კონსტიტუცია მხოლოდ მმართველ პარტიაზეა მორგებული.
საპარლამენტო უმრავლესობა კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ ბოიკოტში ლოგიკას ვერ ხედავს.
სამუშაო ვერსიის მუხლებზე და ალტერნატიულ წინადადებებზე კენჭისყრა 22 აპრილს ჩატარდება.
ცვლილებები საყოველთაო სახალხო განხილვების შემდეგ, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.





