imedi
საკონსტიტუციო კომისია შემაჯამებელ სხდომას კვირის ბოლოს გამართავს
პოლიტიკა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხებზე მუშაობდა, მესამე ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა.
სამუშაო ჯგუფის წევრებს კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა და სამუშაო ჯგუფის ფორმატში დარჩენილ საკითხებზე და კონსტიტუციაში ახალი, 79-ე მუხლის (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) დამატებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„უმთავრეს პრიორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, რომელიც პარლამენტის გასული წლის ბოლოს მიღებულ რეზოლუციაში აისახა და ეს კურსი კონსტიტუციაში ჩაიწერება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სამუშაო ჯგუფებში გამართულ შეხვედრებს გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებს და უკვე განხილულ საკითხებს კენჭისყრაზე დააყენებს. შემაჯამებელი სხდომის გამართვა კვირის ბოლოს იგეგმება





