ნათია ორველაშვილი
უფლებადამცველები ჩეჩნეთში გეების დასაცავად რუსეთის საელჩოსთან აქციას გამართავენ
პოლიტიკა

საღამოს 20.00 საათზე, ადამიანის უფლებათა დამცველები თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რუსეთის საელჩოსთან აქციას გამართავენ. პროტესტის მიზეზი, რამდენიმე დღის წინ რუსულ გამოცემაში გამოქვეყნებული ინფორმაციაა, რომელიც ჩეჩნეთში გეებისთვის გახსნილ ე.წ „საკონცენტრაციო ბანაკებს“ და ამ ბანაკებში მათ მდგომარეობას აღწერს.
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „თემიდას“ ცნობით, მსგავსი რეპრესიები გეების წინააღმდეგ ჩეჩნეთის გარდა, სხვა ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებშიც დაიწყო. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კავკასიის რეგიონში საქართველო ყველაზე უსაფრთხო ადგილია გეებისთვის, ამიტომ „თემიდა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მისცეს თავშესაფარი რუსეთში რეპრესირებულ ლგბტ-ებს.
„აქციაზე რუსეთის ხელისუფლებას მოვთხოვთ გამოიძიოს უკანონო რეპრესიები გეების წინააღმდეგ, შეწყვიტოს დარბევა და მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები“ - ნათქვამია განცხადებაში.





