ნინო არღვლიანი
ბურჯანაძის პარტიამ საკონსტიტუციო კომისია დატოვა
პოლიტიკა

დიმიტრი ლორთქიფანიძე
ფოტო: ნინო არღვლიანი
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცადებით, ხელისუფლება არ მოდის კომპრომისზე ცვლილებებთან დაკავშირებით და მათი ყოფნა კომისიაში აზრს კარგავს. "მოწმე გავხდით იმისა, რომ ხელისუფლება არ წამოვიდა ბევრ მნიშვნელოვან შეთავაზებაზე, მიწის კანონზე, საკონსტიტუციო კომისიისთვის უფლებების გაზრდაზე, ახლა კი კონსტიტუციით ევროატლანტიკური კურსი განისაზღვრება. მსგავსი სააკაშვილის რეჟიმმაც ვერ გაბედა - შეეტანა ასეთი ცვლილება. ეს არ არის მარადიულ ღირებულება და ეს მეტყველებს, რომ “ოცნება“ არის მარიონეტული ხელისუფლება, ჩვენ არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ წავიდეთ კომისიიდან. ხვალ 14 საათზე ვისაუბრაბთ სხვა დეტალებზე" განაცხადა ლორთქიფანიძემ
საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს "ევროპული საქართველოც" - ამის შესახებ გიორგი ტუღუშმა განაცხადა.
საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმეთვიანი მუშაობა სამუშაო ჯგუფებში დღეს დასრულდება. ახალი პროექტის გაცნობის შემდეგ კი არასამთავრობოები და ოპოზიციის წევრები კვირის ბოლომდე გადაწყვეტენ, გადადიან თუ არა ბოიკოტის რეჟიმზე.
საკონსტიტუციო კომისია 10 აპრილს დატოვა პარტიამ ”სახელმწიფო ხალხისთვის”. 13 აპრილს კი კომისიის მუშაობას "ნაციონალურმა მოძრაობა" გამოეთიშა. მოგვიანებით, "თავისუფალმა დემოკრატებმა" არ გამორიცხეს, რომ მათაც შესაძლოა დატოვონ კომისია. შალვა შავგულიძის განმარტებით, პარტია კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საბოლოო პროექტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, თუმცა მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და კომისიაში მუშაობას აგრძელებენ.





