თამარ ბუბაშვილი
სტრასბურგის მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა
პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა ახალ სიას აქვეყნებს. სიაში სულ 68 კანდიდატია და მათგან 5-ს სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს.
კომისიის შემადგენლობა კიდევ უფრო გაფართოვდა წინა კონკურსთან შედარებით, ხოლო კანდიდატებისათვის საგამოცდო ეტაპები იგივე დარჩა. კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. საბუთების მიღებისა და მათი საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ წარმატებული კანდიდატები ჩააბარებენ გამოცდას უცხო ენაში. გამარჯვებულ კანდიდატებს კომისია გაესაუბრება, კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და ქულას მიანიჭებს. ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსაგზავნი მოსამართლის 2016 წლის კონკურსში 47 კანდიდატი მონაწილეობდა.





