17 აპრილი 2017, 22:35
დავით კაპიტანოვი
ქართველმა ჰოკეისტებმა ბულგარეთში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
პოლიტიკა

გაზიარება
ბულგარეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონის გათამაშება საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებისთვის წარმატებულად დასრულდა.
ტურნირის ბოლო შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენებმა ჰონგ კონგი დიდი სხვაობით 14:3 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხუთი შაიბა ივან შვეცოვმა გაიტანმა. ვიტალი დუმბაძემ, დავით ოგანესიანმა და არტიომ კოზიულინმა დუბლი შეასრულეს. თითო შაიბა კი გიორგი ჯეირანაშვილმა და არტიომ კურბატოვმა ჩაიწერეს ანგარიშებზე.





