17 აპრილი 2017, 21:09
imedi
ფშავის ერთ-ერთ ფერდობზე ხანძარია
პოლიტიკა

გაზიარება
ფშავში, სოფელ თვალივში ხანძარია. ინფორმაციას სააგენტო ipn.ge ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს თვითმხილველმა მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ ცეცხლი ერთ-ერთ ფერდობზე შენიშნა, რომელსაც თან ძლიერი დაკვამლიანება ახლავს. თვითმხილველი ვერ აკონკრეტებს, თუ რა ფართზეა ცეცხლი გავრცელებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე სახანძრო სამსახურის ორი ბრიგადა მუშაობს. შსს-ის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალ-ბარდებს უკიდია.





