15 აპრილი 2019, 11:47
გუგა თამაზაშვილი
სტუდენტები და მოსწავლეები რუსთაველის მეტროსთან აქციას მართავენ
პოლიტიკა

ფოტო: გუგა თამაზაშვილი
გაზიარება
"რუსთაველის" მეტროსთან სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები აქციას მართავენ. "გამოდი გარემოსთვის, გაიფიცე გარემოსთვის" - ამ ლოზუნგით ახალგაზრდა აქტივისტები მერიისგან ყურადღებას და პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
მათი თქმით, მუდმივი საცობები ქალაქს ანადგურებს, გარემო ყოველდღიურად ბინძურდება, ჰაერი კი იწამლება.
ახალგაზრდების თქმით, თუ თბილისის მერია არაფერს მოიმოქმედებს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.




