16 აპრილი 2017, 21:16
დარეჯან ჩხიკვაძე
გურიაში ტრადიციული ლელობურთი ითამაშეს
პოლიტიკა

ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
გაზიარება
გურიაში, სააღდგომო ლელობურთის თამაში დასრულდა.
ერთმანეთს, ტრადიციულად, ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ, რომელშიც ზემო შუხუთელებმა მოიგეს. ტრადიციის მიხდვით, მოგებულს ბურთი იმ წელს გარდაცვლილი ადამიანის საფლავთან მიაქვს.
თამაშში მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობენ, ასაკობრივი შეზღუდვა და წესები არ არსებობს. მოგებულია ის, ვინც მათ მხარეს წყლის არხამდე ბურთს გაიტანს.
თამაშს უამრავი მაყურებელი ადევნებდა თვალს. ლელობურთს ტრადიციულად აღდგომის დღესასწაულზე თამაშობენ.





