16 აპრილი 2017, 17:12
ანა შეპკინა
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სასაფლაოებზე დევნილები წელსაც ვერ გავიდნენ
პოლიტიკა

დე-ფაქტო საზღვარი
ფოტო: ანა შეპკინა
გაზიარება
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სასაფლაოებზე მოსახლეობა გასვლას ვერც წელს ახერხებს. ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს და რამდენიმე მოსაზღვრე სოფლის მოსახლეობას უკვე მე-9 წელია საფლავების მონახულება არ შეუძლია.
ისინი ყოველ წელს ელოდებიან სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლის ნებართვას, თუმცა მოლაპარაკებებმა სადღესასწაულოდ ჰუმანიტარული კორიდორის გაკეთებაზე შედეგი ვერ გამოიღო.





