16 აპრილი 2017, 05:51
ანა შეპკინა
ახალგორიდან გადმოსულმა მიტროპოლიტმა სააღდგომო ლიტურგია ნიქოზში ჩაატარა
პოლიტიკა

ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია საღმრთო ლიტურგიაზე ნიქოზში
ფოტო: ანა შეპკინა
გაზიარება
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს ცხინვალიდან ნახევარ კილომეტრში. ნიქოზში ღვთაების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო მსახურება ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტმა ისაიამ აღავლინა, რომელიც სააღდგომოდ გადმოვიდა ოკუპირებული რეგიონიდან, საიდანაც გამოსვლას თითქმის 2 წელი ვერ ახერხებდა.
ტაძარში მრევლი მთელი ეპარქიიდან შეიკრიბა. ლიტანიობის შემდეგ მიტროპოლიტმა მრევლს - ქართველებსა და ოსებს ქრისტეს აღდგომა აუწყა და მიულოცა.





