16 აპრილი 2017, 01:33
სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს
პოლიტიკა

უჩა ნანუაშვილი
გაზიარება
სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
"საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს - საქართველოს მართლმადიდებელი, სომეხთა სამოციქულო, კათოლიკე და პროტესტანტული ეკლესიების მრევლსა და სასულიერო პირებს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. რწმენის განახლებისა და სიკეთის უძლეველობის აღმნიშვნელი ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ოჯახებისათვის მშვიდობის, სიკეთისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.





