ანა ბერუკაშვილი
თბილისში ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები გამოჩნდა
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI
თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა უბანში ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები გამოჩნდა. ასეთი ინსტალაცია დგას ვაკის პარკთან, საბურთალოს რაიონში, პეკინზე. imedinews-ს თბილისის მერიაში უთხრეს, რომ ეს ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია, რომლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
მოგვიანებით, დედაქალაქის მთავრობის სხდომის ფარლებში მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ თქვა, რომ ნებისმიერი ასეთი ტიპის აქტივობა მერიასთან შეთანხმებულია.
"ბუნებრივია, ქალაქ თბილისის მერიასთან ნებისმიერი ტიპის მსგავსი აქტივობა არის შეთანხმებული. ეს არის ერთ-ერთი კომპანიის მიერ განხორციელებული ინსტალაციები და თუ რას ემსახურება ეს ყველაფერი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. თავად გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით განცხადებას", - თქვა სოფიო ხუნწარიამ.







