15 აპრილი 2017, 21:39
უმცროსი ბორჯღალოსნები ფინალში ფრანგებთან დამარცხდნენ
პოლიტიკა

გაზიარება
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან 36:18 დამარცხდა. შესაბამისად, 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მასპინძელი საფრანგეთი გახდა.
ქართველმა 18-წლამდელებმა მეტოქეს 2 ლელო დაუდეს, 1 გარდასახეს და 2 ჯარიმა გაიტანეს და კონტინენტის ვიცეჩემპიონები ზედიზედ მესამედ გახდნენ.





