14 აპრილი 2017, 23:31
imedi
მამადავითზე მისასვლელ გზაზე ლედსანათები დამონტაჟდა
პოლიტიკა

გარეგანათების ახალი ქსელი
გაზიარება
მამადავითზე მისასვლელ გზაზე ლედსანათები დამონტაჟდა. შპს "თბილსერვის ჯგუფმა" ტერიტორიაზე გარეგანათების ახალი ქსელი მოაწყო და დეკორატიული სანათი ბოძები დაამონტაჟა.
მამა დავითისკენ მიმავალ აღმართზე გარეგანათების 14 ბოძი და, საერთო ჯამში, 42 დიოდური ნათურა დაყენდა. ლედსანათები, რომლითაც მამა დავითის აღმართი განათდა, ელექტროენერგიას 60-70%-ით დაზოგავს.





