სოფიკო ბერიძე
ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშს პასუხობს
პოლიტიკა

ჯარჯი აქმიძიე გაკვირვებულია ქიბარ ხალვაშის დღევანდელი განცხადებით. “ეს განცხადება თითქოს მოულოდნელი იყო, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ კორექტულები ვიყოთ ქიბარ ხალვაშის მიმართ. მით უფრო გაოცებულები ვართ, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით მისი გაღიზიანების უკან შეიძლება სხვა რამე დავინახოთ. კერძოდ, ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ ქიბარ ხალვაში ან მთავრობა ამზადებს ნიადაგს, როგორ დაარღვიოს ის პირობა, რომელიც ქიბარ ხალვაშმა თავის დროზე ჩვენ მოგვცა. თუ ის დაარღვევს ამ პირობას, რისი ნიშნებიც უკვე ჩნდება ეს იქნება მისი გადასაწყვეტი, ან იმ ადამიანების გადასაწყვეტი, რომლებიც შესაძლოა ახლა უკვე მის უკან იდგნენ. დღეს ასე უადგილოდ გაკეთებული განცხადება ბევრ ეჭვს ბადებს. ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ თავიდანვე არ მოსწონდა ის პირობა რომელიც ქიბარ ხალვაშმა დააყენა. რადგან არცერთ ხელისუფლებას არ სჭირდება თავისუფალი და უკონტროლო რუსთავი 2. შესაბამისად, ისინი ყველაფერს გააკეთებენ რომ ქიბარ ხალვაშმა ეს პირობა დაარღვიოს. ის რომ რუსთავი 2 უკონტროლო იქნება, თუ დამფუძნებლებს დაუბრუნდება, - ეს ფაქტია.“ - განუცხადა imedinews.ge-ს ჯარჯი აქიმიძემ.
დღეს ქიბარ ხალვაშმა არ გამორიცხა, რომ დამფუძნებლებს შორის ზეპირი შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.
ტელეკომპანიაზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს. "რუსთავი 2"-ის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და არხის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ცდილობენ. ისინი აცხადებენ, რომ მათ ტელეკომპანია ნაციონალების ხელისუფლებამ ძალით დაათმობინა. სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა.





