ქეთევან ლაცაბიძე
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი მიმდინარეობს
პოლიტიკა

სამების საკათედრო ტაძარი
ფოტო: ქეთი ლაცაბიძე
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი მიმდინარეობს. წესს სრულიად საქართველის კათოლიკოს პატრიარქი სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
გარდამოხსნა საკურთხევლიდან გამოაბრძანეს და ტაძრის შუაგულში სპეციალურად მომზადებულ სადგამზე დაასვენეს. გარდამოხსნა რომელიც ამოქარგული ქსოვილია, სიმბოლურად განასახიერებს მაცხოვრის დასაფლავებას. ის სამებაში არასრული სამი დღის განმავლობაში დარჩება. მორწმუნეებს საშუალება აქვთ ამ დროის განმავლობაში მოილოცონ.
წითელ პარასკევს მართმადიდებლურ ტაძრებში წირვა არ ტარდება. როგორც წესი დიდ პარასკევს პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით არ მიმართავს. ამ წუთებში სრულდება ღვთისმშობლის დატირება, რომელიც გურამიშვილის ლექსზეა შექმნილი. მას უკვე წლებია პატრიარქის კურთხევით ნაირა ნაჩხატაშვილი ასრულებს.





