ლევან ჩუგოშვილი
პატრიოტთა ალიანსი მაისში შიმშილობას დაიწყებს
პოლიტიკა

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები
"პატრიოტთა ალიანსის" 6-კაციანი დეპუტაცია თანამოაზრეებთან ერთად პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ პროექტს და კონკრეტულად საარჩევნო სისტემას აპროტესტებს.
"ჩვენ დავჯდებით საშიმშილოდ. დეპუტატების გარდა გვიერთდებიან საზოგადოების წევრებიც. არჩევნებში არაფერი იცვლება, დამახინჯებულ მოდელს გვთავაზობენ, რატომ უნდა მიენიჭოს გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას გაუგებარია, ეს ხომ აბსურდია", - აცხადებს ალიანსის წევრი გიორგი ლომია.
მისივე ინფორმაციით შიმშილობის დაწყებას დეპუტატები მაისიდან გეგმავენ.





