ბეთანია-სამადლოს გზაზე დათვის ბელი იპოვეს
პოლიტიკა

ნაპოვნი დათვის ბელი
გუშინ საღამოს, ბეთანია-სამადლოს გზატკეცილზე დათვის ბელი იპოვეს. ამის შესახებ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ავრცელებს ინფორმაციას.
მათი ცნობით, თავშესაფარს მოქალაქე დაუკავშირდა: "გზის სავალ ნაწილზე დათვის ბელი ვიპოვეთ, ჯერ ზღარბი გვეგონა. როცა ახლოს მივედით დათვის ბელი აღმოჩნდა," - უთხრა მოქალაქემ თავშესაფარს სატელეფონო საუბრისას.
ინფორმაციით თანახმად, გარემოს დამცველები ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში მივიდნენ და დათვის ბელის ისევ ბეთანიის ტერიტორიაზე დაბრუნება შესთავაზეს იმ მოტივით, რომ შეიძლება დედა დათვიც სიახლოვეს ყოფილიყო. თუმცა ელიზბარაშვილმა მათ დათვი იმ მიზეზით არ გაატანა, რომ გარემოს დაცვის თანამშრომლებმა ვერ უპასუხეს შეკითხვას: არიან თუ არა დათვები ბეთანიის ტყეში. დათვის ბელი ამ დრომდე ძაღლების თავშესაფარშია.





