19 დეკემბერი 2016, 16:39
აჭარის პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე
გაზიარება
აჭარის უმაღლესმა საბჭომ მინისტრთა კაბინეტი ერთხმად დაამტკიცა.
კენჭისყრაში მონაწილეობა 21-იდან 14-მა დეპუტატმა მიიღო.
მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის, გადაწყვეტილებით, ცვლილება მხოლოდ ორ უწყებაში განხორციელდა: განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - ინგა შამილიშვილი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი - ზაალ მიქელაძე.
რამაზ ბოლქვაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ინარჩუნებს, ლაშა კომახიძე - სოფლის მეურნეობის მინისტრის.
მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 11 ხმა იყო საჭირო.





