სოფიო ოხანაშვილი
მესაკუთრეები ელიავას ბაზრობის გადატანას ბიზნესის წართმევად მიიჩნევენ
პოლიტიკა

სითი ინსტიტუტის იდეას, რომ ელივას ბაზრობის ადგილზე რეკრეაციული ზონა მოეწყოს, კატეგირულად არ ეთანმხებიან ელიავას ბაზრობის მესაკუთრეები. ისინი გამორიცხავენ მათ მფლობელობაში არსებული მიწის სხვა ტერიტორიაზე გაცვლასა და ბიზნესობიექტების სხვა ადგილზე გადატანას. თუმცა, აღიარებენ რომ ბაზრობა დღევანდელი სახით არ უნდა არსებობდეს. ელიავას ბაზრობის 15-მდე მფლობელისთვის მისაღები მხოლოდ ასეთი სცენარია - ბაზრობის არსებულ ტერიტორიაზე დატოვება და მისი მოწესრიგება. ამ მიზნით მფლობელებმა მერიას კონკრეტული პროექტებით უკვე მიმართეს. "არ მეგონა დემოკრატიული განვითარების პირობებში კერძო საკუთრების და ბიზნესის წართმევაზე ლაპარაკი თუ იქნებოდა. ეს არის ამ შემთხვევაში ყველა მესაკუთრისთვის ბიზნესის და საკუთრების წართმევა. არ გვაწყობს, რა თქმა უნდა" -
აცხადებს კომპანია ‘’ან-ჯი’’ - ს დირექტორი, გიორგი ანდრიაძე.
ცოტა ხნის წინ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, რეკრეაციული ან საგამოფენო სივრცე განთავსდება. მისი განმარტებით, ცვლილებები იქ მომუშავეთა უფლებების დაცვით უნდა განხორციელდეს.





