ანდრეი ჯუფალაკიანი
საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი ჩამოვლენ
პოლიტიკა

საქართველოში უკრაინის პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ვიზიტები იგეგმება. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა განაცხადა.
უკრაინის პრემიერმინისტრი ვლადიმერ გროისმანი საქართველოს შემოდგომაზე, სავარაუდოდ, სექტემბერში ესტუმრება, ხოლო პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ვიზიტის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება. ორივე ვიზიტის საბოლოო დეტალებს მალე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი დააზუსტებს.
მაღალი დონის ვიზიტების მომზადება დაადასტურეს უკრაინის ვიცეპრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ და საქართველოს ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ. ისინი დღეს კიევში 2 ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას უძღვებიან.





