დარეჯან ჩხიკვაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობს
პოლიტიკა

დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
„ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყველა სამუშაო ჯგუფში არიან წარმოდგენილი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შეიქმნა“,- ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. დავით გაბაიძის თქმით, თუ ადგილობრივ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ კოლეგებთან ცენტრში კომუნიკაცია არა აქვთ, ეს ბუნებრივია ვერ იქნება საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შეფასების მთავარი თემა.
„რამდენჯერმე შევხვდი ყველა მხარეს, მიზანი იყო მათ წარმოედგინათ ინიციატივები. რიგმა სუბიექტებმა წარმოადგინეს, ნაწილმა არა. ჩვენი ოპონენტების მთავარი თემა დღემდე, საკონსტიტუციო ცვილებები კი არა, არამედ ხეების გადატანაა. კარგია, რომ გაახსენდათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ისტორიაში, ვიდრე ერთი ან ორი ხის გადარგვა. ვერ მივიღებ ოპოზიციის იმ ნაწილის პრეტენზიას ავტონომიური რესპუბლიკის უფლებების დაცვაზე, რომელიც თავის დროზე რესპუბლიკის მთავარ მესაფლავედ მოგვევლინნენ“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.
„აჭარის სტატუსის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროცესში ჩართვა დღეს აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ მოითხოვა. ის მიიჩნევს, რომ ცვლილებები მხოლოდ ფორმალური იქნება და მოითხოვს, საჯარო გახდეს "ქართული ოცნების" მხრიდან კანონის მომზადების პროცესი და გაითვალისწინონ ოპოზიციის წინადადებები.
აჭარის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების წესი შეცვალოსა და მთავრობის თავმჯდომარის, პრეზიდენტის წარდგენის გარეშე შესაძლო არჩევის შესახებ საკონსტიტიციო კომისიაში მსჯელობენ. ინფორმაციას ajaratv.ge ავრცელებს.





