imedi
ყაზახეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ აბაშიძემ ნურსულთან ნაზარბაევს რწმუნებათა სიგელები გადასცა
პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე ნურსულთან ნაზარბაევი
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს ელჩმა ზურაბ აბაშიძემ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ყაზახეთი დაინტერესებულია გაგრძელდეს ორ ქვეყანას შორის დიალოგი და თანამშრომლობა ყველა დონეზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ ქ. ასტანაში საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საშუალება მოგვეცემა განვიხილოთ საკითხთა ფართო სპექტრი და დავსახოთ ახალი პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში”-განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ზურაბ აბაშიძემ, აღნიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.





