თამარ კობახიძე
რუსთავში, რეგიონული არქივის შენობა გამაგრების სამუშაოების გახანგრძლივების გამო წყალშია
პოლიტიკა

რუსთავი არქივის რეგიონული შენობა
ქვემო ქართლის რეგიონული არქივის შენობასთან საძირკვლის გამაგრებისა და სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოები გასული წლის 10 დეკემბერს დაიწყო და 2017 წლის იანვრის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები 3 თვის შემდეგაც მიმდინარეობს. ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურის განვითარების უფროსის ილია ლომიძის განცხადებით, სადრენაჟო სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილება გაუთვალისწინებელმა მიზეზებმა განაპირობა. "მიწის სამუშაოების შესრულების დროს გაუთვალისწინებელი წყლის ოდენობა აღმოჩნდა ადგილზე, წყლის ლაბორატორიულად შესწავლას რაღაც პერიოდი დასჭირდა. სამუშაოები 1 თვის ვადაში დასრულდება". – აღნიშნა ილია ლომიძემ.
საძირკვლის გამაგრების სამუშაოების დაწყება არქივის მიმდებარედ 112–ისა და პრობაციის ბიუროს აშენების შედეგად, გრუნტის წყლების მიმართულების შეცვალამ და ამ მიზეზით არქივის შენობის გარშემო დაგროვილმა წყალმა განაპირობა.





