imedi
ელისაშვილი: თუ მერად კენჭისყრას გადავწყვეტ, არ ვაპირებ ვიყო პარტიის კანდიდატი
პოლიტიკა

ალექსანდრე ელისაშვილი
საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერის არჩევნებში რომელიმე პარტიის სახელით მონაწილეობის შესახებ კომენტარს აკეთებს. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.
ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, მას შეთავაზებები ჰქონდა "რესპუბლიკური პარტიიდან" და "თავისუფალი დემოკრატებიდან".
"თუ გადავწყვეტ, რომ ვიყო მერობის კანდიდატი, მე ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი. არც ერთი პარტიის კანდიდატი არ ვიქნები, ეს არის ერთმნიშვნელოვანი ამბავი. ის, რომ პარტიები რაღაცებს მთავაზობენ, კი ბატონო, ეს არის ფაქტი, ამას არ უარვყოფ. მადლობელი ვარ შემოთავაზებების, მაგრამ არ ვაპირებ ვიყო რომელიმე პარტიის კანდიდატი. ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას თუ არა, იმიტომ, რომ ჯერ არჩევნების თარიღი არ გამოცხადებულა და არასერიოზული იქნება ამაზე საუბარი," - განაცხადა ელისაშვილმა.
10 აპრილს, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ალექსანდრე ელისაშვილთან თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენაზე კონსულტაციები ჰქონდა.





